სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მხილებულია ერთი პირი


  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღგ-ს ყალბი დეკლარაციების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2020-2023 წლებში, ბრალდებულმა, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით, შემოსავლების სამსახურში წარადგინა დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები, რომლებშიც შეტანილ იქნა ფიქტიური მონაცემები რეალიზებულ საქონელთან მიმართებაში, რა გზითაც, მან კომპანიას შეუქმნა დღგ-ს ყალბი აქტივი.

დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, ჯამში – 639 684 ლარს.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.”-აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!