- დღეს, ზუგდიდში სახალხო მოძრაობამ “საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისათვის” შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, ისაუბრეს მოძრაობის მიზნებზე და გეგმებზე.
მიწისქვეშა სასმელი წყლის ინდუსტრიის პროექტის პრეზენტაცია გამართა მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, პაატა გიორგაძემ. მისი განმარტებით, საქართველო უნდა გახდეს, ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიული წარმოებისა და მზა პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გამტანი ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა”.