,,საქართველოს მთავრობის ინიციატივით, დაგეგმილია საერთაშორისო და ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა. აუზი, შესაძლებელია, ყოფილი კომკავშირის პარკის ადგილზე აშენდეს”
– ამ განცხადებამ დღეს განსაკუთრებული განწყობა გამოიწვია ზუგდიდის მერიის სამსახურების მიერ ორი თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე. პროექტის განხორციელება 2015 წლიდან იგეგმება.