- დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში საშობაო-საქველმოქმედო კონცერტი “ერთად უკეთესია” გაიმართა.
საქველმოქმედო კონცერტი, ტრადიციულად ყოველ წელს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება და ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად დედ-მამით ობოლი ბავშვების საჭიროებებს ხმარდება.