დღეს, 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას, ზუგდიდის საკათედრო ტაძარში, მეუფე გერასიმემ აღასრულა სადღესასწაულო წირვა. წირვის დამთავრების შემდეგ. 12.00 საათზე, შესრულდა პატრიარქის კურთხევა და მრევლმა მეუფესთან და ეპარქიის სხვა სასულიერო პირთან ერთად აღასრულა ღვთისმშობლის ლოცვა: “მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!”