საქველმოქმედო აქცია ლიკა ღურწკაიას დასახმარებლად


26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მესამე საჯარო სკოლის დირექციამ, მოსწავლეებთან ერთად, ბულვარში, საქველმოქმედო აქცია გამართეს ლიკა ღურწკაიას მხარდასაჭერად. ღონისძიების ორგანიზატორებმა, გასაყიდად გამოიტანეს ტანსაცმლები, ხატები და წიგნები

შემოსული თანხით კი, მცირეოდენ წვლილს შეიტანენ გოგონას გამოჯამრთელებაში. მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელმა ქეთი ურეკაძემ აღნიშნა, რომ “მესამე საჯარო სკოლა უკვე მეოთხედ ატარებს საქვოლმოქმედო აქციას. სკოლაში დააფუძნეს საქვეოლმოქმედო კლუბი”. მასწავლებლის განმარტებით, ლიკას უმძიმესი დიაგნოზი  დაუსვეს და სჭირდება რამდენიმე ოპერაცია, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. „ოპერაცია შედეგს იძლევა, მშობლებს არანაირი საშუალება არ აქვთ, არიან სოციალურად დაუცველები, ჰყავთ სამი მცირეწლოვანი ბავშვი, ამ ეტაპისთვის, შემოსული თანხა 300 ლარს შეადგენს. იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე, უფრო მეტს შევაგროვებთ ლიკას გამოსაჯანმრთელებლად”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=McpyukrAX5s[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!