- უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 696 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 26 800.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 342-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 977 მოქალაქე, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 პირი. ინფიცირებულთაგან 4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 8 882 კი ბინაზე.