საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში მე-60-დან 89-ე ადგილზე გადმოინაცვლა


  • საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრის გარეშე“ პრესის თავისუფლების 2022 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლება კვლავ პრობლემურად არის შეფასებული. მას ორგანიზაციის მიერ 59,30 ქულა აქვს მინიჭებული და ის 180 ქვეყანას შორის პრესის თავისუფლების ინდექსით 89-ე ადგილზეა.

„რეპორტიორები საზღვრის გარეშე“ მდგომარეობას 5 მაჩვენებლის მიხედვით აფასებს. საქართველოს შემთხვევაში ქულები შემდეგნაირად ნაწილდება:

პოლიტიკური ინდიკატორი – 52,42 ქულა, 102-ე ადგილი

ეკონომიკური ინდიკატორი -46,43 ქულა, 74-ე ადგილი

სამართლებრივი ინდიკატორი -80,79 ქულა, 32-ე ადგილი

სოციალური ინდიკატორი -75,50 ქულა, 67-ე ადგილი

უსაფრთხოების ინდიკატორი – 41,34 ქულა, 135-ე ადგილი

აღსანიშნავია, რომ პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში გაუარესდა, რადგან გასულ წელს წარმოდგენილი ინდექსის მიხედვით, საქართველო მე-60 ადგილს იკავებდა და 71.36 ქულა ჰქონდა მინიჭებული.

ცნობისთვის, ქვეყნების თავისუფლების ინდექსი შემდეგნაირად განისაზღვრება:

85 – 100 ქულა- კარგი

70 – 85 ქულა – დამაკმაყოფილებელი

55 – 70 ქულა – პრობლემატური

40 – 55 ქულა – რთული

0 – 40 ქულა – ძალიან სერიოზული.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!