საქართველო ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის წევრი ხდება


გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტი ინგლისში, რედინგში, წამყვანი ქვეყნების და ორგანიზაციების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის მიერ ორგანიზებულ კურსს „მეტეოროლოგიური პროდუქტების გამოყენება და ინტერპრეტირება“ დაესწრო. აღნიშნული შეხვედრები საინფორმაციო და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრში გაწევრიანების პროცედურები განიხილეს, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, მათი სამეცნიერო ჯგუფის მიერ დამუშავებული სხვადასხვა სინოპტიკური რიცხვითი მოდელები მიიღოს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველზე, კიდევ უფრო გაიზრდება ამინდის პროგნოზების სიზუსტე ქვეყნის ტერიტორიაზე.
ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა მეტეოროლოგიის დარგში, რომელიც 34 წევრი ქვეყანისთვის ციფრულ ამინდის პროგნოზებს აწარმოებს და ავრცელებს.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!