საქართველოში 9-12 იანვარს ჰაერის ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-12 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი თოვა.

10-12 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი (32-34 მ/წმ). საავტომობილო გზების ცალკეულ მომაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

10-11 იანვარს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ტემპერატურის -8, -10 გრადუსამდე დაწევამ თოვლის საფარის გარეშე დარჩენილი საშემოდგომო ნათესების დაზიანება გამოიწვიოს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!