საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები არ აქვს — UNICEF


  • გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევის მიხედვით, საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები არ აქვს. UNICEF-ის განცხადებით, კორონავირუსის სწრაფად გავრცელებისადმი განსაკუთრებით დაუცველნი არიან ისეთ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, სადაც სივიწროვეა ან არ არის სათანადო პირობები — სანიტარიული კვანძები და საშუალებები.

გარდა ამისა, UNICEF აცხადებს, რომ საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი. მათივე თქმით, ელექტრონული ინსტრუმენტებისა და ინტერნეტის კავშირის, შინ სათანადო სასწავლო გარემოსა და მშობლების მხარდაჭერის ნაკლებობის გამო ისედაც გარიყული ბავშვები ჩამორჩენის საფრთხის წინაშე იმყოფებიან. ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების ინტერნეტზე, თამაშისა და სწავლის შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას ხელს უშლის ასევე ხარისხიანი ინტერნეტის ნაკლებობა.

“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ბავშვებს და მათ ოჯახებს ჰქონდეთ წვდომა უსაფრთხო და უვნებელ წყალსა და სანიტარულ პირობებზე, ინტერნეტზე, წიგნებსა და საგანმანათლებლო რესურსზე”, — განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა.

მისივე თქმით, ისინი აგრძელებენ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ძირითადი მომსახურებების გაძლიერებისთვისა და თითოეული ბავშვისათვის სათანადო გარემოს შესაქმნელად, რათა ბავშვებმა შეძლონ საკუთარი უფლებებით სარგებლობა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!