- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-23 ნოემბერს გამოიდარებს და თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 24 ნოემბრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება.