საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული


  • პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული-,ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“საკითხი, რომელიც ვფიქრობ, საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს, ეს არის სუროგაციის საკითხი. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ შევქმენით დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭო. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა, ეს არის სუროგაცია და ამასთან დაკავშირებული პრობლემები. იცით, რომ უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული და ბოლო წლებია, საერთოდ არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შევისწავლეთ ევროპის მაგალითები. ბატონი ზურაბ აზარაშვილის უწყება მუშაობდა დიდი ხნის განმავლობაში ამ თემაზე. მინდა, მაგალითები მოგიყვანოთ. ისეთი მაღალგანვითარებული ქვეყნები, როგორებიც არის საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიეტუვა, ესტონეთი, ამ ქვეყნებში სრულად არის აკრძალული სუროგაცია. არის ქვეყნები, სადაც ნაწილობრივ არის დაშვებული, როგორიცაა ბელგია, გაერთიანებული სამეფო, დანია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია.

ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილია, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული. ანუ უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს, უხეშად არ მინდა, ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება. ეს ხდება ონლაინ, ვრცელდება ძალიან ბევრი რეკლამა და ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება. ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს. არის ინფორმაციები, რომ შეიძლება, ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ და შეიძლება, უამრავი პრობლემა იყოს. სხვა სირთულეებსაც გადააწყდა ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო, ამიტომ, ამას სჭირდება რეგულირება. შესაბამისი კანონპროექტი გაიგზავნება პარლამენტში და იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენს ამ ინიციატივას. ეს მხოლოდ დაშვებული იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. ვიცი, რომ ბევრი მსურველია, ვისაც შვილი არ უჩნდება, ამიტომ მიმართავენ სუროგაციის მეთოდს და რა თქმა უნდა, ეს მათთვის უნდა იყოს დაშვებული. ერთი მხრივ, ეს ძალიან დაეხმარება დემოგრაფიას და ზოგადად, ვფიქრობთ, ეს შესაძლებლობა უნდა დავუტოვოთ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!