საქართველოში სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება


  • მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება.

“კიდევ ერთხელ შევახსენებთ მოსახლეობას, უნდა გვეკეთოს პირბადე, უნდა დავიცვათ დისტანცია და მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი არასასურველი თავყრილობებისგან. წლის დასაწყისში განვაცხადეთ, რომ ჯანდაცვის სისტემა იყო მოსამზადებელი, სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა, გავატარეთ მკაცრი ზომები, სისტემის მოსამზადებლად უნდა შეგვეკავებინა ვირუსის გავრცელება. სისტემა დღეს მაქსიმალურად არის მომზადებული. სახელმწიფო დღეს გაცილებით უფრო მომზადებულია, სრულად აკონტროლებს სიტუაციას“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღეს,  საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!