- სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 07:36 საათზე 4.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისქვეშა ბიძგები სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.
09:10 საათზე 4.5 (ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა, ხოლო 09:18 საათზე, 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა კვლავ საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან დაფიქსრდა.