- დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს კიდევ მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრა დაფიქსირდა თბილისის დროით 08:42 საათზე და 3.3 (ml) მაგნიტუდის სიდიდის იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო დედოფლისწყაროსთან.
მანამდე, 3.6 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 06:12 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ბორჯომთან.