- საქართველოში ლიეტუვის ახალი ელჩი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ დიპლომატიური მისია ავრცელებს.
“6 აგვისტოს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, დარიუს ვიტკაუსკასი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.