- საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ედიტ მედნე დაინიშნა.
“წარმოგიდგენთ ლატვიის ახალ ელჩს საქართველოში, ედიტ მედნეს! ის მუშაობდა ირლანდიაში ლატვიის საელჩოში, ევროკავშირში ლატვიის მუდმივ წარმომადგენლობაში, ხელმძღვანელობდა ქონებისა და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტს და დიპლომატიური დაწესებულებების დეპარტამენტს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.