- საქართველოში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 104 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4 576 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 245, „პისიარ“ ტესტით – 1 331.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,35%, ბოლო 14 დღის – 1,05%, ბოლო შვიდი დღის – 1,05%.