- საქართველოში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 161 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 329 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 058, „პისიარ“-ტესტით – 2 271.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,53%, ბოლო 14 დღის – 1,36%, ბოლო შვიდი დღის – 1,18%.