საქართველოში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 272 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 8 018 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 289, „პისიარ“-ტესტით – 1 729.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,43%, ბოლო 14 დღის – 1,49%, ბოლო შვიდი დღის – 1,23%.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

16 − 13 =

Akismet ანტისპამი