- საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 540 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 6 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 626 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 537, „პისიარ“ ტესტით – 2 089.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,9%, ბოლო 14 დღის – 3,44%, ბოლო შვიდი დღის – 2,75%.