- საქართველოში კორონავირუსის 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3 247 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 918 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 675, „პისიარ“ ტესტით – 2 243.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,82%, ბოლო 14 დღის – 5,14%, ბოლო შვიდი დღის – 3,86%.