- საქართველოში კორონავირუსის 12 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 764 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 486 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 164, „პისიარ“ ტესტით – 14 322.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 25,48%, ბოლო 14 დღის – 30,65%, ბოლო შვიდი დღის – 28,55%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 565 769 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 422 540 გამოჯანმრთელდა, 15 933 კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 800 752 აცრა, დღიურად აცრილია 3 006.
კარანტინის რეჟიმშია 7, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 358 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 860 პირი.