- საქართველოში კორონავირუსის 15 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 10 894 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 55 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 058 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 794, „პისიარ“ ტესტით – 18 264.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 30,59%, ბოლო 14 დღის – 32,02%, ბოლო შვიდი დღის – 31,51%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 496 156 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 300 062 გამოჯანმრთელდა, 15 683 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 783 856 აცრა, დღიურად აცრილია 3 560.
კარანტინის რეჟიმშია 10, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 974 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 261 პირი.