- საქართველოში კორონავირუსის 4 028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 22 517 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 688 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 768, „პისიარ“-ტესტით – 2 920.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 41,58%, ბოლო 14 დღის – 31,92%, ბოლო 7 დღის – 33,03%
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 458 093 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 270 759 გამოჯანმრთელდა, 15 577 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 775 482 აცრა, დღიურად აცრილია 478.
კარანტინის რეჟიმშია 10, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 202 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 481 პირი.