- საქართველოში კორონავირუსის 19 098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 531 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 362 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 383, „პისიარ“ ტესტით – 22 979.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 36,47%, ბოლო 14 დღის – 30,65%, ბოლო 7 დღის – 27%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 314 603 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 089 091 გამოჯანმრთელდა, 15 212 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 750 228 აცრა, დღიურად აცრილია 2 443.
კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 850 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 962 პირი.