საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 594 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 76 205 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 48 711, „პისიარ“ ტესტით – 27 494.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 30,36%, ბოლო 14 დღის – 26,16%, ბოლო შვიდი დღის – 29,28%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 295 505 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 071 560 გამოჯანმრთელდა, 15 174 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 747 141 აცრა, დღიურად აცრილია 4 224.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 840 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 954 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!