- საქართველოში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 8 326 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 77 584 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 47 972, „პისიარ“-ტესტით – 29 612.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 30,05%, ბოლო 14 დღის – 24,27%, ბოლო შვიდი დღის – 27,36%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 250 108 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 038 391 გამოჯანმრთელდა, 15 102 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 736 590 აცრა, დღიურად აცრილია 5 411.
კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 723 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 969 პირი.