- საქართველოში კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 199 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 63 875 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 686, „პისიარ“ ტესტით – 25 189.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 17,28%, ბოლო 14 დღის – 11,98%, ბოლო შვიდი დღის – 14,32%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 041 749 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 956 627 გამოჯანმრთელდა, 14 673 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 651 265 აცრა, დღიურად აცრილია 7 193.
კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 462 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 921 პირი.