საქართველოში კორონავირუსის 3 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 3 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 777 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 000 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 147, „პისიარ“ ტესტით – 12 853.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,3%, ბოლო 14 დღის – 7,45%, ბოლო 7 დღის – 9,17%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 959 874 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 912 443 გამოჯანმრთელდა, 14 187 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 551 413 აცრა, დღიურად აცრილია 5 001.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 418 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 493 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!