საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 805 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 40 377 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 696, „პისიარ“ ტესტით – 16 681.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,51%, ბოლო 14 დღის – 5,87%, ბოლო შვიდი დღის – 6,84%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 945 609 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 906 708 გამოჯანმრთელდა, 14 041 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 528 030 აცრა, დღიურად აცრილია 7 191.

კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 353 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 921 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!