საქართველოში კორონავირუსის 2 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 52 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 2 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 072 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 52 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 45 153 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 160, „პისიარ“-ტესტით – 16 993.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,07%, ბოლო 14 დღის – 6,58%, ბოლო შვიდი დღის – 6,19%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 916 477 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 869 411 გამოჯანმრთელდა, 13 221 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 414 722 აცრა, დღიურად აცრილია 13 878.

კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 488 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 001 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fourteen − thirteen =

Akismet ანტისპამი