- საქართველოში კორონავირუსის 2 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 319 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 33 813 ტესტი, მათ შორის 20 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 718 პისიარ ტესტით.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 6.49%, ბოლო 14 დღის 6.96%, შვიდი დღის 6.48%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 909 160 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 858 949 გამოჯანმრთელდა, 13 071 კი, გარდაიცვალა.