- საქართველოში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 588 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 255 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 37 264, „პისიარ“-ტესტით – 15 991.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,49%, ბოლო 14 დღის – 7,64%, ბოლო 7 დღის – 7,15%.
სულ ჩატარდა 2 324 131 აცრა, დღიურად აცრილია 10 948.
კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 999 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 151 პირი.