- საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 107 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინშია 5 160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 416 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.