- საქართველოში კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 982 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 620 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 545, „პისიარ“ ტესტით – 20 075.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8%, ბოლო 14 დღის – 7,21%, ბოლო შვიდი დღის – 8,57%.
კარანტინის რეჟიმშია 61, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 894 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 889 პირი.