- საქართველოში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 633 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 657 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 199, „პისიარ“ ტესტით – 14 458.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,1%, ბოლო 14 დღის – 5,8%, ბოლო 7 დღის – 5,22%.