- საქართველოში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 753 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 79 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 741 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 605, „პისიარ“ ტესტით – 12 136.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,92%, ბოლო 14 დღის – 10,26 %, ბოლო შვიდი დღის – 9,76%.
სულ აცრილია – 1 184 306 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 670.