- საქართველოში კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3 376 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 969 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 318, „პისიარ“ ტესტით – 12 651.
სულ აცრილია – 626 343 ადამიანი, დღიურად აცრილია 19 355.
კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 511 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 533 პირი.