საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 561 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 39 126 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 775 , „პისიარ“ ტესტით – 17 351.

სულ აცრილია – 464 875 ადამიანი, დღიურად აცრილია 14 738. კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 547 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 963 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

13 + 9 =

Akismet ანტისპამი