- საქართველოში კორონავირუსისგან 71 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5034 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 463 პირი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 306 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 71 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.