- საქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 841 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 229 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 057, „პისიარ“ ტესტით – 17 172.
სულ აცრილია – 283 631 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 702.
კარანტინის რეჟიმშია 75, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 139 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 906 პირი.