საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 575 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 923 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 636, „პისიარ“ ტესტით – 17 287.

სულ აცრილია – 242 451 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 957.

კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 633 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 583 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 × 3 =

Akismet ანტისპამი