- საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 575 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 923 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 636, „პისიარ“ ტესტით – 17 287.
სულ აცრილია – 242 451 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 957.
კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 633 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 583 პირი.