საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 834 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 059 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 205, „პისიარ“ ტესტით – 5 854.

სულ აცრილია – 234 410 ადამიანი, დღიურად აცრილია 922.

კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 819 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 590 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four × four =

Akismet ანტისპამი