- საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 866 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 478 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 864, „პისიარ“ ტესტით – 14 614.
სულ აცრილია – 184 718 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 970.
კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 210 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 635 პირი.