- საქართველოში კორონავირუსის 1 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 002 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 930 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 831, „პისიარ“ ტესტით – 10 099.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 345 196 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 328 620 გამოჯანმრთელდა, 4 804 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 143 970 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 056.
კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 707 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 631 პირი.