- საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 590 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 286 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 001, „პისიარ“ ტესტით – 15 285.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,28%, ბოლო 14 დღის – 3,53%, ბოლო შვიდი დღის – 2,97%.
სულ აცრილია – 134 602 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 565.
კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 826 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 693 პირი.