- საქართველოში კორონავირუსის 733 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 530 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.
ჩატარდა 16 972 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 425 „პისიარ“ ტესტით – 9 547.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,32%, ბოლო 14 დღის – 4,04%, ბოლო 7 დღის – 4,21%.
კარანტინის რეჟიმშია 84, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 152 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 669 პირი.